Thursday, February 26, 2015

ძველი ეგვიპტე

პირამიდები არის ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის აღსანიშნავი სიმბოლო

 ოფიც. ენა ეგვიპტური, კოპტური
დედაქალაქები მემფისი, ქაირო, ალექსანდრია
სისტემა აბსოლუტური მონარქია
მეთაური ფარაონი 
სამეფო დაარსდა დაახ. ძვ. . 4000 .
არსებობა შეწყვიტა ძვ. . 525 წელს.
პირველი ფარაონი მითოლოგიის თანახმად ღვთაება რა
ბოლო მეფე კლეოპატრა VII
ძველი ეგვიპტე - ( ეგვიპტურად:  "კემე" - შავი ქვეყანა) ქვეყანა აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელმაც ძვ. . 525 წელს არსებობა შეწყვიტა.
ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ. . 3000 წელი) და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია[1] ). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. . III - ძვ. . I ათასწლეულებში.პერიოდები თავისთავად ამგვარად იყოფა: ადრეული სამეფო (I - II დინასტია); ძველი სამეფო (III - VI); პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X); შუა სამეფო (XI-XI); მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII); ახალი სამეფო (XVIII-XX); გვიანი პერიოდი (XXI-XXVI); ასურელთა მმართველობა (ჩვ. .-მდე 664-656); სპარსელთა მმართველობა (XXVII, ჩვ. .-მდე 525-ჩვ. .-მდე 404); სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX, ჩვ. .-მდე 343-ჩვ. .-მდე 332); მაკედონელთა მმართველობა (ჩვ. .-მდე 332-ჩვ. .-მდე 305); პტოლემეების მმართველობა (ჩვ. .-მდე 305-ჩვ. .-მდე 30).
 სახელწოდება
 ძველი ეგვიპტის რუკა. ნაჩვენებია დინასტიის პერიოდის მთავარი ქალაქები და ადგილები.ძველი ეგვიპტის დედაქალაქი იყო მემფისი. ეს სახელი ქალაქს ბერძნებმა უწოდეს, თავად ეგვიპტელები კი მას ჰიკუპტას უწოდებდნენ (ჰეტ-კა-პტაჰ; ქართულად ნიშნავს კა-პტას სახლს). ბერძნებმა მოგვიანებით ჰიკუპტა, ან ჰიკვიპტა მთელ ქვეყანას უწოდეს. თავად ეგვიპტელები კი თავიანთ ქვეყანას შავ ქვეყანას, ანუ კემეს ეძახდნენ.
 გეოგრაფიული მდებარეობა
ძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, თანამეროვე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩრდილოეთიდან ესაზაღვრებოდა ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით - ლიბიის უდაბნო, აღმოსავლეთით წითელი ზღვა, სამხრეთიდან ნილოსის ჭორომები. ნილოსი ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება და ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. შესართავთან იგი შვიდ ტოტად იყოფა. ნილოსის შესართავი ბერძნებმა თავიანთ ასოს, დელტას მიამსგავსეს და მას ნილოსის დელტა უწოდეს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ძველი ეგვიპტელები ზემო ეგვიპტეს უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ნაწილს - ქვემო ეგვიპტეს. ქვემო ეგვიპტე უფრო ნაყოფიერი მხარე იყო და აქ წვიმებიც უფრო მეტი მოდიოდა. 19 ივლისიდან ნილოსი დიდდებოდა და ანაყოფიერებდა მის ნაპირზე არსებულ მიწებს. შემოდგომაზე კი ისევ თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.
ფარაონები
ძველი ეგვიპტელი ფარაონიფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. იგი ღვთის შვილად მიიჩნეოდა და მის სამეფო ტიტულს
რას შვილიც ემატებოდა. თვით ტერმინი  ფარაონი ორი სიტყვის შერწყმაა:
პერ-აა, რაც დიდ სისხლს ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა.გადმოცემის თანახმად, პირველი ფარაონი თვით ღმერთი რა იყო. შემდეგ მოდიოდნენ სხვა ღმერთები. მოგვიანებით ტახტზე ოსირისისა და ისიდის ვაჟი
ხორიასულა. ხორი ეგვიპტის ყოველი დინასტიის ფარაონის პირველსახე და პორტრეტია. თითოეული ფარაონი რასა და ხორის შთამომავლად ითვლებოდა და მისი . ტიტულატურა ხუთი სახელისგან შედგებოდა: ხორის, ოქროს ხორის, ორი ქალღმერთისა (ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფე+სახელი) და რას ვაჟის სახელებისგან. ფარაონი სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებოდა.
პერ-აა- თავიდან ფარაონის სახლს ეძახდნენ, დაახლოებით შუა სამეფოს დასასრულიდან კი თავად ფარაონსაც ასე მოიხსენიებდნენ.ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ფარაონები დედოფლისა და რას ჰიეროგამიურიკავშირის შედეგად ჩნდებოდნენ. ფარაონს მრავალი ცოლი ჰყავდა, მაგრად მთავარი ერთი იყო და ქვეყნის დედოფლის ტიტულსაც ის ატარებდა. მხოლოდ ფარაონისა და დედოფლის საკრალური კავშირის შედეგად დაბადებული ბავშვი შეიძლება გამხდარიყო ეგვიპტის ფარაონი. ეგვიპტეს ფარაონი ქალებიც მართავდნენ (ნიტოკრისი - VI დინასტია; ნეფრუსებეკი - XII დინასტია, ძვ. . 1789 - ძვ. . 1785; ხატშეპსუტი - XVIII დინასტია, ძვ. . 1490 - ძვ. . 1468). ყველა ეგვიპტურ ტაძარში ქებას უძღვნიდნენ ფარაონს, როგორც ღმერთს. თვით ფარაონიც ღმერთს უგალობდა. იგი ღმერთკაცად ითვლებოდა და სჯეროდათ, რომ ფარაონსა და ღმერთს შორის ურღვევი კავშირი არსებობდა.
ქურუმები
 ადამიანებს, რომლებიც საკულტო-სარიტუალო საქმიანობას და ტაძრების მომსახურებას ეწეოდნენ, ქურუმები ერქვათ. ქურუმები შეადგენდნენ ეგვიპტის საზოგადოების ყველაზე გავლენიან სოციალურ ფენას. ზოგჯერ ისინი დინასტიებსაც აფუძნებდნენ. მოგვიანებით ქურუმობას მემკვიდრეობითი ხასიათი მიიღო.
ქურუმების იერარქია განსაკუთრებული ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. ყოველ ღვთაებას ჰყავდა თავისი კლირი (ორგანიზაცია), რომლის სათავეშიც უმაღლესი ქურუმი იდგა. მას ფარაონი ნიშნავდა. რაც უფრო მაღალი იყო ამა თუ იმ ღმერთის ადგილი პანთეონურ იერარქიაში, მით უფრო ძლიერი იყო კლირი.
ყველაზე ძლიერი კლირის უმაღლესი ქურიმი ზოგჯერ ყველა კლირისა და ქურუმის უზენაეს ხელმძღვანელად ითვლებოდა.ახალი სამეფოს ხანიდან ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია ამონ-რას კლირი იყო.
ქურუმები უმაღლეს ქურუმს ემორჩილებოდნენ. ქურუმთა ორგანიზავიაც რანგებათ იყოფოდა. უმაღლეს ფენებში შედიოდნენ .. ჰემ-ნეჩერები - ღვთის მონები. ისინი კულტის მთავარი წარმმართველები იყვნენ. შემდეგ მოდიოდნენ ხერიხებები - წმინდა ტექსტების მცოდნენი და მკითხველნი (ხერი-ხებ- ქურუმთა ამ რანგის სახელია). დაბალი ფენის სასულიერო პირთა დიდი უმრავლესობა ტაძარში სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა. მათ უაბებს - სუფთებს უწოდებდნენ. განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ტაძარში მწერლებს - სეხ-პერ-ანხებს. ეს ყველაზე პატივსაცემი და პრესტიჟული თანამდებობა იყო. ქურუმები ვალდებულნი იყვნენ, თეთრი სელის სამოსი ცმოდათ. შალეულის ტარება აკრძალული ჰქონდათ. ზოგიერთი პანტერის ტყავითაც იმოსებოდა. ეცვათ თეთრი სანდლები. ხშირად განიბანებოდნენ და მთელ სხეულსა და თავზე თმას იპარსავდნენ. კლირში ერთიანდებოდნენ მომღერლებიც და მუსიკოსებიც.
ძველი ეგვიპტის ქურუმობა უნიკალური მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. ხალხს სწამდა, რომ ქურუმები სამყაროს შესახებ ფუნდამენტურ ცოდნას ფლობდნენ, რომელსაც ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლე უნდა მოეტანა. ძველ ეგვიპტელთა აზრით, მთელი ეს ცოდნა ჯერ კიდევ შორეული წარსულიდან იყო დაუნჯებული მიცვალებულთა წიგნში, რომელიც ყოველი ეგვიპტელის წმინდა წიგნათ ითვლებოდა.
ახალი სამეფოს ეპიქიდან დაიწყო განხეთქილება ფარაონებს და ქურუმებს შორის.
 მოხელეები და ნომარქები
ფარაონი ეგვიპტეს მართავდა თავისი ოჯახის წევრების დახმარებით. დიდგვაროვნებიდან ერთ-ერთს ფარაონი ვეზირის თანამდებობაზე ნიშნავდა. ვეზირები სიდიდით მეორე ადგილზე იდგნენ. მათ ემორჩილებოდნენ მეურნეობის სხვადასხვა დარგის მმართველები - მოხელეები. ვეზირს შეეძლო მოხელე გაეთავისუფლებინა ან მის მაგივრად სხვა დაენიშნა.
ნომარქი იყო ერთ-ერთი თანამდებობა. ნომარქს ფარაონი ნიშნავდა. მას ევალებოდა მის ტერიტორიაზე მდებარე სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა, მოსახლეობის აღრიცხვა და გადასახადების აკრეფვა.
მოხელეებსა და ნომარქებს თავდაპირველად სახელმწიფო აფინანსებდა, მაგრამ მათი რაოდენობის გაზრდის შემდეგ ეს გაჭირდა. ფარაონი მათ უყოფდა მიწებს, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ მანამ, სანამ თანამდებობები ეკავათ, გათავისუფების შემთხვევაში ამ მიწას კარგავდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაწ მიწები მემკვიდრეობით გადადიოდა.
 მეთემეები და მონები
ეგვიპტის მოსახლეობის ძირითად ნაწილს მიწათმოქმედები ანუ მეთემეები შეადგენდნენ.ისინი ამუშავებდნენ ფარაონის, ნომარქის, ტაძრებისა და მოხელეთა კუთვნილ მიწებს, იშვიათად საკუთარსაც. ზოგჯერ მათ სახელმწიფო სამუშაოებზეც ანაწილებდნენ.

ფარაონები ხშირად აწყობდნენ ლაშქრობებს მეზობელ კუთხეებში. ამ დროს იგი თითოეული თემიდან მეომრებს ითხოვდა. ამ ლაშქრობების სიხშირის გამო ეგვიპტეში გაჩდნენ სამხედრო მონები, რომლებიც უუფლებონი იყვნენ. მათ სახელმწიფო ინახავდა და მძიმე სამუშაოზე აგზავნიდა.
 ისტორია
 ეგვიპტე ძვ.. XV საუკუნეში, თუტმოს III-ის დროსძვ.. მეოთხე ათასწლეულის ბოლოს წარმოიშვა ეგვიპტის ორი სახელმწიფო: სამხრეთი და ჩრდილოეთი ეგვიპტე. სწორედ ამ დროს გაჩნდნენ ახალი მმართველები - ფარაონები. ფარაონები ძალაუფლებას მემკვიდრეობით გადასცემდნენ. მათი სამეფო ხელისუფლების სიმბოლო იყო ქუდგვირგვინი. ჩრდილოეთ ეგვიპტის ფარაონებს წითელი ქუდგვირგვინი ჰქონდათ, სამხრეთ ეგვიტის - თეთრი.
ძვ.. 3100 წელს სამხრეთ ეგვიპტის ფარაონმა მენესმა ეგვიპტე გააერთიანა და ფარაონები უკვე ორი სამეფოს მეფედ მიიჩნეოდნენ. მენესი იყო გაერთიანებული ეგვიპტის პირველი მეფე და მისი დედაქალაქის - მამფისის აღმშენებელი.
ძვ.. პირველ ათასწლეულში ეგვიპტელებმა შექმნეს ძლიერი მუდმივი ჯარი, რომელმაც სამრეთით ნილოსის მესამე ჭორომამდე მიაღწია, ჩრდილო აღმოსავლეთით კი - მდინარე ევფრატამდე. ამ ტერიტორიის მოსახლეობაც ფარაონის მოხელეებს ემორჩილებოდა და ყოველწლიურ ხარკს იხდიდა.
ეგვიპტე განსაკუთრებით გაძლიერდა ქრ. -მდე XV საუკუნეში, ფარაონ თუტმოს III-ის დროს. თუტმოსი სამხედრო ნიჭით გამოირჩეოდა და იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ ბრწყინვალე სარდლად მიიჩნეოდა.
ეგვიპტის დასუსტება
ძვ. . I ათასწლეულის დასაწყისში გარეგნულად ჯერ კიდევ ძლიერ ეგვიპტეში თავი იჩინა შინაგანმა წინააღმდეგობებმა. ფარაონის ოჯახი და დიდგვაროვნები ერთმანეთს პირველობას ეცილებოდნენ. ნომარქებს შორის ბრძოლა კვლავ განახლდა, მოიშალა საგადასახადო სისტემა. ქვეყანა ორ ნაწილად - ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგვიპტედ გაიყო, რასაც შინაომები მოჰყვა. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს მეზობლებმა და ეგვიპტეზე რამდენჯერმე გაილაშქრეს. ძვ.. 525 წელს კი ეგვიპტემ, როგორც დამოუკუდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.
დამწერლობა
ეგვიპტური დამწერლობა 3 ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ყველა წერილობითი ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია.იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა: ჰიეტეს - საღვთო, ლყპჰე - ამოკვეთა, ამოჭრა. იეროგლიფური დამწერლობა უძველესი ხატოვანი ნიშნების დამწერლობაა. პირველი იეროგლიფები ჩნდება ჩნდება ძვ. . IV ათასწლეულის ბოლო ხანებიდან. ზოგიერთი იეროგლიფი მთელ სიტყვას გამოხატავს, ზოგიც მის ნაწილს (ძირს) და, ამასთან, ცალკეულ თანხმოვნებსაც (ეგვიპტურში 30-მდე თანხმოვანია)
იეროგლიფურ დამწერლობაში დამხმარე ნიშნებსაც იყენებენ. ამ ნიშნებს დეტერმინატივებს უწოდებენ. დეტერმინატივი წაკითხვისას არ გამოითქმის, იგი მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობას აზუსტებს.
ფუნჯით წერა პაპირუსზე, ან იშვიათად, ტყავზე სისწრაფეს მოითხოვდა, იეროგლიფების გამოყვანას კი დიდი დრო სჭირდებოდა. პირველი დინასტიის ხანაში (დაახლ. ძვ. . XXX საუკუნე) იეროგლიფიკის პარალელურად განვითარდა იერატიკული დამწერლობა, იეროგლიფურის კურსივული ფორმა. პირველ ხანებში იგი იხმარებოდა როგორც საღვთო შინაარსის ტექსტების, ისე საქმიანი ქაღალდების შესადგენად. ძვ. . VII საუკუნიდან, დემოტიკური დამწერლობის (იერატიკული დამწერლობის გაკრული ხელი) შემუშავების შემდეგ, იერატიკული დამწერლობა მხოლოდ რელიგიური ტექსტების შესადგენად გამოიყენებოდა. ძვ. . XII საუკუნიდან ეს დამწერლობა ისე დაშორდა პროტოტიპს - იეროგლიფურს, რომ ძნელად გასარჩევი გახდა. თავდაპირველად წერდნენ ვერტიკალურად, შემდეგ ჰორიზონტალურად - მარჯვნიდან მარცხნივ. იარსება დაახლოებით 3 ათას წელიწადს (III საუკუნემდე)
წიგნები და საქმიანი ქაღალდები ეგვიპტეში განსაკუთრებულ, ჭილის ქაღალდზე
 იწერებოდა. იგი პაპირუსისგან მზადდებოდა და ჩვეულებრივ ქაღალდზე გამძლე და მოქნილი იყო. ეს ქაღალდი ძვირი ჯდებოდა და ამიტომ უბრალო, ყოფილი ჩანაწერებისა და სასკოლო სავარჯიშოებისათვის .  ოსტრაკონს - ბრტყელ ქვას ან თიხის ფირფიტას იყენებდნენ. კალმად ლერწმის ღეროს ხმარობდნენ, მელანს კი ჭვარტლისგან ამზადებდნენ.
1798 წელს ნაპოლეონის ექსპედიციის წევრმა მეცნიერებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს როზეტის ქვა, რომელზეც ერთი და იგივე ტექსტი ორ ენაზე ეწერა: ბერძნულსა და ეგვიპტურზე. 26 წლის შემდეგ (1824 .) ამ წექსტის საფუძველზე ფრანგმა მეცნიერმა შამპოლიონმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები.
 მითოლოგია
ქალღმერთი ისიდაძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ძვ. . VI -IV ათასწლეულებში, კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე.
ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები: ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები.
მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია  პირამიდების ტექსტები, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ძვ. . XXVI - XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში;
სარკოფაგების ტექსეტი, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ძვ. . XXI - XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული;
მიცვალებულთა წიგნი - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ძვ. . XVI საუკუნის შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.
ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: წიგნი ძროხისა, წიგნი სიფხიზლის ჟამისა, წიგნები საიქიო სამყაროზე,
წიგნი სუნთქვისა, ამდუატი და სხვ.
მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის,
ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტეს (ძვ. . 485 - ძვ. . 424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ძვ. . V -ში) ნაშრომი ისტორია; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ძვ. . I - [[ძვ. . II სს.) ნაშრომი ისიდისა და ოსირისზე და სხვ.
მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, .. 23 000 წლის წინ. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძერას გადასხვა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.
ღმერთები
 ოსირისიძველ ეგვიპტეში ბევრი რელიგიური ცენტრი იყო და მათგან თითოეულს თავისი კოსმოგონიური სისტემა ჰქონდა. შესაბამისად, არსებობდა სამყაროს შექმნის მრავალი ვერსია. რას კულტის აღზევების შემდეგ (V დინასტიის ეპოქა) ქვეყანაში გაბატონდა ჰელიოპოლისური (მზის ქალაქი, ეგვიპტური იუნუ) კოსმოგონია, რომლის თანახმადაც ყოველი ღვთაებრივსა და ცოცხლის (ყოფიერის) პირველსაწყისი და წარმომქმნელია ღმერთი ატუმი. ლეგენდის მიხედვით, იგი მოვლენილია ქაოსიდან - ნუნიდან. პირველად მან ღმერთ შუს და ქალღმერთ ტეფნუტის ღვთაებრივი წყვილი შექმნა. შუ იყო დედამიწასა და ცას შუა მოქცეული, ცისა და დედამიწის გამყოფი სივრცის განსახიერება, ტეფნუტი კი - მისი მდედრული დანამატი. ამ წყვილმა შვა ღმერთი გები და ქალღმერთი ნუტი. გები დედამიწის ღმერთი, არსებითად, თავად დედამიწაა, ნუტი - ცის ქალღმერთი, ანუ თავად ცა.

დროთა განმავლობაში ოსირისი იქცა კვდომადი და მარად განახლებადი ბუნების სიმბოლოდ. იგი მცენარეულთა ღვთაებაც არის, მიცვალებულთა სამეფოს (საიქიო სამყაროს) მბრძანებელიც. ოსირისი თოტთან ერთად იდგა და გარდაცვლილთა გულებს წონიდა. როგორც კეთილი ღვთაება, ოსირისი მიცვალებულთა მხარესაა და იცავს მათს ინტერესებს.
ისიდა, დიდი ქალღმერთი, დედობისა და ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა.
ოსირისი და ისიდა ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთები არიან ეგვიპტურ ღვთაებათა პანთეონში. ლეგენდის მიხედვით, ოსირისი ღმერთების პირმშოა. მის შემდეგ გაჩნდნენ ხორი უფროსი, სეხტი, ისიდა და ნეფტიდა.სეხტი ბოროტებაა; როცა ნილოსის ნაყოფიერ და აბიბინებულ მიწებს ცხელი, მშრალი და ქვიშიანი ქარი გადაუქროლებს, ეს სეხტის ბოროტება და ბოღმაა.
ძველი ეგვიპტის რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღმერთს რას. იგი სინათლის ღმერთიცაა. - ყოველდღე თავისი ნავით ცაზე ადის და მთელ დედამიწას ასხივებს. საღამოს რა ქვესკნელში ეშვება, მთელი ღამე იქ წყვდიადის ბოროტ ძალებს ებრძვის და, გამარჯვებული, კვლავ მზედ უბრუნდება ქვეყნიერებას. მისი უცვლელი და უწყვეტი აღორძინების ნიშანია ანხ- - ჯვარი, რომელსაც წრის გამოსახულება აზის (შუა საუკუნეთა ალქიმიაში ანხ- უკვდავების სიმბოლო იყო).
ეგვიპტელთა რწმენით არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება. სააქაო ადამიანთა დროებით, საიქიო კი მუდმივ სამყოფლად წარმოედგინათ. საიქიოს ეგვიპტელები დასავლეთის ქვეყანას ეძახდნენ. დასავლეთის ქვეყნის ღვთაება იყო ოსირისი. ოსირისის მეუღლე კი ისიდა - ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი.ეგვიპტელები უზენაეს ღვთაებად მზის ღმერთებს - რას, ამონსა და ატონს აღიარებდნენ. მათ სწამდათ რომ რა ლოტოსისგან წარმოიშვა. რას ბაგეთაგან ღმერთები გაჩნდნენ, თვალებისგან - ადამიანები.
გაღმერთებული ცხოველები
ძველ ეგვიპტურ რელიგიში გაღვთაებრივებული ცხოველების სიმრავლე, შესაძლოა, იქაური ფაუნის სიმწირით იყოს გამოწვეული.ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებრივი ცხოველი იყო შავი ხარი - აპისი. მემფისის ტაძარში მუდამ ჰყავდათ ცოცხალი ხარი - ღვთაებრივი ხარის მიწიერი განსახიერება. როგორც თეთრი, ისე შავი ხარი წმინდა ცხოველად ითვლებოდა და მისი მკვლელი უმკაცრესაც ისჯებოდა. მკვდარი ხარისთვის ქვის უზარმაზარ სარკოფაგს აგებდნენ. თაყვანს ცემდნენ წმინდა ძროხასაც (წიგნი ძროხისა). ძველი ეგვიპტელები ცარგვალს ძოხის სახითაც გამოხატავდნენ, რომელსაც ტანზე ვარსკვლავები ასხდა.
გავრცელებული იყო ნიანგის კულტიც. ტაძრებში, გარდა აპისებიდა, ცოცხალი ნიანგებიც ჰყავდათ. მათ ქურუმები კვებავდნენ. სიკვდილის შემდეგ ნიანგს დააბალზამებდნენ და სარკოფაგში ჩაასვენებდნენ. საკულტო ცხოველებად მიიჩნევდნენ ცხვარსა და ლომსაც, აგრეთვე შავ ძაღლს, ტურას და ..
 სარიტუალო წესჩვეულებები
 2004 წლის აპრილში ფრანგმა მეცნიერმა აღმოაჩინა ძველი ეგვიპტის ორი უძველესი სარკოფაგისულის მოსახსენიებელი სარიტუალო წესები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძველ ეგვიპტელთა რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში.
გარდაცვლილს ჭირისუფლები ტაძარში მიასვენებდნენ. იქ გვამს აბალზამებდნენ. მიცვალებულს ამოაცლიდნენ ყველა შინაგან ორგანოს, მათ შორის გულსაც, რომელსაც განსაკუთრებულ ჭურჭელში დებდნენ და გვამთან ერთად ინახავდნენ. გულს მთავარი როლი უნდა შეესრულებინა გარდაცვლილის საიქიო ცხოვრებაში. ეგვიპტელთა რწმენით, მიცვალებული გაცოცხლდებოდა, თუ მისი სხეული, ანუ სახ-, დაცული იქნებოდა.ბევრჯერ სარკოფაგებში გარდაცვლილის ქანდაკებებიც აღმოუჩენიათ. ამ ფიგურებს ეგვიპტელები საგანგებოდ ატანდნენ მიცვალებულს, რათა გვამის განადგურების შემთხვევაში სულს თავშესაფარი მათში ეპოვა. აკეთებდნენ და გარდაცვლილს ატანდნენ სხვა ფიგურებსაც, რომლებიც მას იმ ქვეყნად მონებად და მსახურებად ეყოლებოდა. სარკოფაგის ახლოს სამარხში აწყობდნენ საომარ და შომის იარაღებს, ჭურჭელს და ათას წვრილმანს, რაც სიცოცხლეში სჭირდებოდა ადამიანს.
ეგვიპტელები თავიანთ მიცვალებულებს ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხლებს: მიდიოდნენ სამარხებთან, მიჰქონდათ საჭმელი, ესაუბრებოდნენ, ლოცულობდნენ, გაჭირვების ჟამს შველასაც სთხოვდნენ და, წარმოიდგინეთ, წერილსაც კი უტოვებდნენ საჩინო ადგილას, რათა სარკოფაგიდან და სხეულიდან გამოსულ და კვლავ მობრუნებულ სულს იგი შეემჩნია და წაეკითხა.
მიცვალებულთა წიგნი
 მიცვალებულთა წიგნი. ფრაგმენტიძველ ეგვიპტელს სწამდა, რომ იმქვეყნიურ კეთილდღეობას სიცოცხლეში ყოველდღიური ლოცვით და რიტუალების ერთგულად შესრულებით მიაღწევდა. საჭირო იყო ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა და მომზადება საიქიო სამჯავროზე წარსადგომად. სწორედ ამიტომ შეიქმნა
მიცვალებულთა წიგნი. მასში აღწერილია ყველა ის საშუალება, რომელიც, ეგვიპტელთა რწმენით სულს სამჯავროზე დაეხმარებოდა.
ყველა მოვალე იყო, დაწვრილებით აღეწერა სამზეოზე გატარებული თავისი ცხოვრება. ასეთი აღწერა, როგორც წმინდა ტექსტი, გარდაცვლილს თან უნდა წაეღო. სამჯავროზე მიცვალებულის სული ამ ტექსტს კითხულობდა და ღმერთები მასში მოთხრობილ ამბავს ითვალისწინებდნენ. იმქვეყნიური ნეტარებისთვის ეგვიპტელი ხშირად ცრუობდა კიდეც. ამიტომ საიქიო სამჯავროზე მაინც გარდაცვლილის გული იყო მთავარი. აქ გული აიწონებოდა და გამოჩნდებოდა განსასჯელის ავი და კარგი საქმენი. რათა გულს არ გაეცა თავისი პატრონი, მიცვალებულის სული მაგიურ შელოცვებს წარმოთქვამდა.
ორი მაატის - ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზში, სადაც განსასჯელს მკაცრი გამოცდა ელოდა, სამსჯავრო სრული შემადგენლობით სუფევდა დიადი ღმერთის - რას მეთაურობით. იქ იყვნენ თოტი, ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზის ქურუმები და ქვესკნელის მეუფე ოსირისი. მათთან ერთად სამსჯავროს ესწრებოდა 42 ზებუნებრივი არსება. ყოველი მათგანი ერთ რომელიმე შეცოდებას განიკითხავდა. მიცვალებული წარმოთქვამდა სიტყვას, რომლითაც ამტკიცებდა თავის უცოდველობას. სამსჯავროზე რომ არ ემხილებინათ, იგი საგანგებოდ ჩამოთვლიდა 42 ზებუნებრივ არსებას, რითაც ერთგვარად მათ გულს იგებდა.
ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, მართალი ადამიანის გული ბუმბულივით მსუბუქი იყო, ამიტომ ოსირისის სამსჯავროზე მას ბუმბული არ უნდა გადაეწოდებინა. განკითხვის დასასრულს თოტი და ანუბისი იწყებდნენ გულის აწონას. თუ დაიმსახურებდა, მიცვალებულისთვის საიქიოს კარი ღია იყო, თუ არა,

სულთა მსვლეპი- იქვე შესანსლავდა ცოდვილ და უბედურ სულს.
 არქიტექტურა
 ობელისკი ეგვიპტური იეროგლიფებითეგვიპტელები განთქმულნი იყვნენ არქიტექტურით მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. მათი ნაგებობები გეომეტრიული სიზუსტით არის აშენებული, რაც უდავოდ მოწმობს იმას, რომ ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ როგორც არქიტექტურას, ასევე მათემატიკას. ეგვიპტელთა მიერ აშენებული ნაგებობების მსგავსი ნაგებობების აშენებაც კი დღევანდელი ტექნიკით ძნელად მისაღწევია.ეგვიპტელებს ჰქონდათ სპეციალური ქვის სამტეხლოები, სადაც მზადდებოდა სკულპტურული ნაკეთობები. ზოგჯერ მთლიანად კლდეში აქანდაკებდნენ ფარაონების, ან ღმერთების გამოსახულებებს. ამისი კარგი მაგალითია დიდი სფინქსი, რომლის სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი 60 მეტრს აღემატება. სფინქსი არის ფარაონის თავიანი და ლომის ტანიანი ფიგურა, რომელიც ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობისა და სიძლიერის სიმბოლოა.
ეგვიპტელები ხშირად აშენებდნენ მაღალ სვეტებს - ობელისკებს. ობელისკების სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრამდეც აღწევდა. ისინი ერთი მთლიანი გამოკვეთილი ქვა იყო და არა ცალ-ცალკე ქვებით აშენებული. 20 მეტრიანი ობელისკების აღმართვა ძნელი საქმე იქნებოდა. მათ სავარაუდოდ დახრილი სიბრტყის დახმარებით აღმართავდნენ. ობელისკებზე ეგვიპტური იეროგლიფებით ამოტვიფრული იყო ფარაონი ან რომელიმე ღვთაების სადიდებელი სიტყვები, ზოგჯერ კი დიდგვაროვანის (ფარაონი, ნომარქი) მთელი ისტორია იყო მოთხრობილი.
ხეფრენის პირამიდა და დიდი სფინქსიეგვიპტურ არქიტექტურაში ყველაზე ღირსშესანიშნავი მაინც პირამიდებია. მათი მშენებლობა ძვ. . XXVII საუკუნეში დაიწყეს. თავდაპირველად პირამიდის ფორმა საფეხუროვანი იყო, შემდეგ კი საფეხუროვანი კედლები სწორმა და მოპირკეთებულმა კედლებმა შეცვალა. პირველი პირამიდა ფარაონ ჯოსერს ეკუთვნოდა. მისი სიმაღლე 60 მეტრს აღემატებოდა. ჩვენამდე მოღწეულ ასამდე პირამიდიდიან თავისი სიდიდით გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ძვ. . XXVI საუკუნეშია აგებული. მისი სიმაღლე 147 მეტრამდე იყო, დღეს კი 136 მეტრია დარჩენილი. გვერდების სიგრძე 233 მეტრია.მის მშენებლობაზე დაახლოებით 2300000 ლოდი დაიხარჯა. თითოეული ლოდი ორ ტონაზე მეტს იწონიდა. ძველი ეგვიპტელები ლოდების შესაწებლებად არავითარ დუღაბს არ იყენებდნენ. პირამიდის მშენებლობა დაახლოებით ოცი წელი გაგრძელდა. ეგვიპტის პირამიდები დღესაც არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა. ფარაონთა პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.
 დიდი პირამიდა - ერთადერთი შემორჩენილი საოცრება
 ხეოფსის პირამიდამაცხოვრის მოვლინებამდე დაახლოებით საუკუნე-ნახევრით ადრე სახელგანთქმულმა ბერძენმა მათემატიკოსმა ფილონ ბიზანტიელმა დაწერა მცირე რიტორიკური ტრაქტატი, რომელსაც დე სეპტუმ ორბის სპექტაკლეს, ანუ სამყაროს შვიდი საოცრება უწოდა. სამწუხაროდ, ამ ტრაქტატში შესული შვიდი საოცრებიდან სამი: სემირამიდას დაკიდებული ბაღები, როდოსის კოლოსი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში - უკვალოდაა გამქრალი. სამის - ალექსანდრიის შუქურის, მაუზოლუსის აკლდამისა (ჰალიკარნასში)[3] და არტემიდას ტაძრისა (ეფესო), მხოლოდ უმნიშვნელო ნამსხვრევებია დარჩენილი. რაც შეეხება ხეოფსის (ხუფუს) დიდ პირამიდას, ის ერთადერთია სამყაროს საოცრებათაგან, რომელსაც დრომ და ბედისწერამ, თითქმის ვერაფერი დააკლო.
სივრცე, რომელიც ამ უზარმაზარ ძეგლს უჭირავს, ერთად დაიტევს რომის წმინდა პეტრეს, უესტმისტერის სააბატოს, ფლორენციისა და მილანის უდიდეს ტაძრებს.
ხეოფსის პირამიდა 2.300 000 ქვის ბლოკითაა ნაგები და სიმაღლით 146 მეტრია. თითოეული ბლოკის წონა რამდენიმე ათეული ტონაა, ზოგიერთის კი 200 ტონასაც აღწებს. ხეფრენის (ხაფრა) პირამიდის სიმაღლე 143.5 მეტრია, მიკერინისა (მენკაურა) - 65.5 . ხეოფსის დიდი პირამიდის არქიტექტორია ხემიუნი.
პირამიდებზე, ისევე როგორც ეგვიპტური კულტურის სხვა სიმბოლოებზე, მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ერთერთი ინტერპრეტაციით, პირამიდა მთის სახეხატებაც არის, სიმბოლო დასაბამიერ და ქაოსურ წყალთან ამოზიდული იმ პირველი ბორცვისა, რომლითაც დაიწყო სიცოცხლე დედამიწაზე.
ხეფრენის პირამიდა (ძვ. . 2520 -ძვ. . 2494 წწ.) უფრო პატარაა, ვიდრე ხეოფსისა, მაგრამ უფრო მაღალი ჩანს, რადგან ოდნავ ამაღლებულ ადგილზეა აღმართული. მის წვერზე ახლაც არის შემორჩენილი თეთრი კირქვის ფილები, რომლითაც პირამიდა ერთ დროს იყო მოპირკეთებული.
პირამიდებთან სიახლოვე მარადიული სიცოცხლის კარიბჭესთან დგომასაც ნიშნავდა. ხეოფსის პირამიდის ირგვლივ ფარაონის წარჩინებული და დიდგვაროვანი მსახურები განისვენებენ.
 დიდი ხუროთმოძღვარი
დიდი ეგვიპტელი ხუროთმოძღვარი იმჰოტეპი ცხოვრობდა ჩვ. .-მდე XXVIII საუკუნეში. მან შექმნა ფარაონ ჯოსერის სამარხის კომპლექსი, რომელიც აღმართულია საკარაში - ძველი მემფისის ისტორიულ ნეკროპოლში. იგი იყო წარჩინებული მოხელე - ყველა სამშენებლო სამუშაოს ხელმძღვანელი და ჯოსერის სამეფო კარის არქიტექტორი. იმჰოტეპს ეკუთვნის საკარაში საფეხუროვანი პირამიდის მშენებლობის იდეა. მანვე შეადგინა პროექტი და მშენებლობასაც თავად ხელმძღვანელობდა (ძვ. . 2630 .). აკლდამის გარშემო განლაგებული იყო 10 სიმაღლის გალავნით შემოზღუდული სასაფლაოებისა და ტაძრების მთელი კომპლექსი, სადაც დაკრძალვის ცერემონიალები ტარდებოდა. იმჰოტეპი დოკუმენტებში იხსენიება, როგორც განთქმული ბრძენი, სწავლული, ასტრონომი და გამოჩენილი მედიკოსი, რომელსაც ბერძნების მკურნალობის ღვთაება ასკლეპიოსთან აიგივებდნენ. იმჰოტეპს - ხუროთმოძღვარს, ინჟინერს, მწერალს, კანცელარისტს - ნიჭიერებამ და წარმატებებმა თანამემამულეებს შორის დიდება მოუხვეჭა: იგი მცირე ღვთაებათა რანგში აიყვანეს და მის პატივსაცემად გარდაცვალებიდან ასწლეულების შემდეგაც ტაძრებს აგებდნენ.
პირამიდების ტექსტები
1880 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა გასტონ კამილ შარლ მასპერომ საკარაში აღმოაჩინა ძველი ეგვიპტის რელიგიური და ლიტერატურული ძეგლი - პირამიდების ტექსტები. შესრულებული მწვანე[4] ფერის იეროგლიფებით ძვ. . III ათასწლეულის II ნახევარში.პირამიდების ტექსტებში შესულია ღმერთებისადმი მიძღვნილი ჰიმნები, მითების ნაწყვეტები, მაგიური ფორმულები. ტექსტები რამდენიმე ნაწილისგან შედგება. უძველესი ნაწილი წინადინასტიურ ხანას ეკუთვნის და საფიქრებელია, რომ, ვიდრე პირამიდების კედლებზე მიაწერდნენ, ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას.
მესამე დინასტიის ფარაონმა ჯოსერმა (ძვ. . 2630 - ძვ. . 2611 წწ.) გადაწყვიტა, ძველი სამაროვნის საძირკველზე თავისთვის ახალი სარკოფაგი აეგო. მთელი სამაროვანი კომპლექსი, რომელიც არქიტექტორმა იმჰოტეპმა შექმნა, იმ დროის ეგვიპტის ხუროთმოძღვრებაში ნამდვილი რევოლუციური გადატრიალება იყო.
კომპლექსის შუაში იდგა ჯოსერის საფეხუროვანი (ტერასული) პირამიდა - ცნობილი ეგვიპტის პირველი პირამიდის სახელით. მის ირგვლივ განლაგებულ ნაგებობებში საიუბილეო დღესასწაულები იმართებოდა.
იმჰოტები იყო ის არქიტექტორი, ვინც პირველი პირამიდა ააგო და მშენებლობის პრაქტიკაში სრულიად ახალი მასალა გამოიყენა. მისი ტერასული პირამიდა მთლიანად ქვით ნაგები პირველი კოლოსალური ძეგლია. ლერწმის, ხის და ნილოსის თიხის ახალი სამშენებლო მასალით შეცვლა თითქმის შეუმჩნეველი რჩებოდა, რადგან წინა ენა არქიტექტურისა დაცული იყო.
IV, V და VI დინასტიების ხანაში აყვავებას იწყებს ახალი სწილის არქიტექტურა. ამ პერიოდში აიგო სამი პირამიდა. პირველი მემფისის სამხრეთით, მენდუმის რაიონში აღიმართა. ორი სხვა - ერთი ცნობილი, როგორც ორმაგი დახრილობისა და მეორე -
წითელი პირამიდა, მდებარეობს დაჰშურში, დედაქალაქიდან 16 კმ-ის დაშორებით. წითელი პირამიდა ხეოფსის დიდი პირამიდის პროტოტიპად გამოიყენეს. ხეოფსი იყო სნოფრუს ვაჟი და მემკვიდრე გიზაში. მისი დროიდან სამეფო სამარხებმა ჩრდილოეთით - გიზისა და აბუ როშისკენ გადაინაცვლა.
V დინასტიის უკანასკნელმა ფარაონმა უნისმა (ძვ. . 2355 - ძვ. . 2325 წწ.) ისევ საკარა ირჩია. მისი პირამიდა იმ ეპოქიდან დღემდე შემონახული ერთერთი ამგვარი უნიკალური ძეგლია. იგი ქვითაა ნაგები. სამარხი დარბაზების კედლებზე წარწერილია პირამიდების ტექსტები, რომლებიც ეგვიპტელთა რწმენით გარდაცვლილ ფარაონს საიქიოში სჭირდებოდა.
 სფინქსი
სფინქსიარსებობს მოსაზრება, რომ სიტყვა სფინქსი ეგვიპტური წარმოშობის არ უნდა იყოს. ეგვიპტეში მას შესეფ-ანხ-ის ეძახიან, რაც ნიშნავს ცოცხალ ხატს და რაც, რა თქმა უნდა, ღმერთის ამ მბრძანებლის ცოცხალ სახებას გულისხმობდა. ღმერთს ხშირად ადამიანის ტანითა და წმინდა ცხოველის თავით გამოსახავდნენ. ფარაონი ან მბრძანებელი, რომელიც ღმერთის მიწიერ ნაცვლად და მის ძედ მოიაზრდებოდა, უკუმიმდევრობით იყო გამოსახული - ადამიანის-მბრძანებლის თავით და ცხოველის ტანით. ამ ნახევრად ადამიანის, ნახევრად ცხოველის ფიგურებში ჩაქსოვილია ის ღრმა აზრი, რომ არსი ღმერთისა და კაცისა ერთია, ხოლო განსხვავება მათს საპირისპიროობშია.მსგავსი კოლოსალური ფიგურა აღმოჩენილია ნიმრუდში (ძვ. კალხა) ოსტინ ჰენრი ლეიარდის მიერ 1845 წელს ჩატარებული გათხრების შედეგად; ფრთიანი გველი - ამერიკელ ინდიელთა საცხოვრებელ ტერიტორიებზე; ადამიანი-ხარი - სირიაში, კრეტასა და მესოპოტამიაში, ხოლო შივას სპილოსთავა ვაჟი - ინდოეთში.



ანა ლობჯანიძე